მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

მსოფლიო ასტროლოგების რჩევები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს გამდიდრებისთვის

რეკლამა
მსოფლიო ასტროლოგების რჩევები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს გამდიდრებისთვის

დღეს ცაზე ვარდისფერი სავსე მთვარე გამოჩნდება, რომლის ძალაც თითოეული თქვენგანის ცხოვრებაზე აისახება და თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების საწყისად იქცევა.

სავსემთვარეობის პიკი, თბილისის დროით ღამის 03:12 საათზე იქნება. სანამ მთვარე მთლიანად შეივსება, დედამიწაზე უდიდესი ენერგია იღვრება.

სავსე მთვარის ენერგეტიკა დაგეხმარებათ სურვილების ახდენაში.

როგორ გამოვიყენოთ სავსემთვარეობა ფინანსური კეთილდღეობისთვის?

იმისათვის, რომ სავსე მთვარის ენერგია შემოსავლების გასაზრდელად გამოიყენოთ, საჭიროა საფულის დამუხტვა. აიღეთ თქვენი საფულე, ამოიღეთ შიგნიდან ხურდა ფული და დადეთ ფანჯრის რაფაზე ან აივანზე, ისე რომ ცას (მთვარეს) უყურებდეს. სასურველია საფულე დასავლეთის მიმართულებით მოათავსოთ. გედოთ იქ, სანამ მთვარე პიკს მიაღწევს. აუცილებელია, რომ ღამის 03:12 საათამდე 1-2 წუთით ადრე, საფულე შინ შემოიტანოთ.

არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება!

სანამ სავსე მთვარე პიკს მიაღწევს, ანუ ღამით, 03:12 საათამდე 1-2 წუთით ადრე, წარმოიდგინეთ, რა გსურთ ყველაზე მეტად და ჩაიფიქრეთ სურვილი აწმყო დროში. მაგალითად: „მე მაქვს ახალი სამსახური“, „მე მყავს მანქანა“ და ა.შ.

სავსემთვარეობა კულმინაციაა. შესაბამისად, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში, რარაც კონკრეტული საკითხი ან ეტაპი თავის პიკს მიაღწევს. რაღაც დასრულდება და რაღაც ახალი დაიწყება.

გაიგეთ, რა შეიძლება შეიცვალოს დღეიდან თქვენს ცხოვრებაში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი
19 აპრილს, სავსემთვარეობა თქვენს პირად ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას. შესაძლოა ქორწინება გადაწყვიტოთ, სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ან საერთოდ წერტილი დაუსვათ. სავსემთვარეობამ შესაძლოა დაგანახოთ, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა თქვენთვის უკვე მიუღებელია. სავსე მთვარის დროს, აუცილებლად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაძლოა სერიოზულ ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი ან ახალი ბიზნეს პარტნიორი გამოგიჩნდეთ.

კურო
სავსემთვარეობა თქვენს მე-6 სახლში მოხდება. სიახლეებია მოსალოდნელი თქვენს სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა აქამდე რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თქვენი პოზიციის, სამუშაო ადგილის ან უფროსობის შეცვლასთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. თუ გასაუბრებაზე იყავით, მაშინ პასუხს ამ პერიოდში მიიღებთ. ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას სავსემთვარეობის დროს. უმჯობესია თუკი 19 აპრილიდან 2 კვირის განმავლობაში დიეტას დაიწყებთ, რადგან ძალიან მარტივად დაიკლებთ წონაში.

ტყუპები
სავსემთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. საკუთარ თავს შესაძლოა დასვენება მოუწყოთ, სადაც რომანი გელოდებათ. ასევე მოსალოდნელია პაემნები და საყვარლების გაჩენა. მეხუთე სახლი შემოქმედებას, ჰობის და ბიზნესსაც ეხება. ამიტომ შესაძლოა რაიმე შემოქმედებითი იდეა ბიზნესად აქციოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია ორსულობის შესახებ ან რაიმე სიახლეს შეიტყობთ საკუთარ შვილზე, რაც გაგახარებთ.

კირჩხიბი
19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში იქნება. ეს კომფორტის, უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების სახლია. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, ყველაფერი სწორედ 19 აპრილიდან გაირკვევა. თუ სახლის ყიდვას აპირებთ, საბოლოო შეთანხმების მიღწევაც სწორედ ამ პერიოდში მოხდება. სავსე მთვარე კულმინაციაა და შესაბამისად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიახლეებს ნიშნავს. აქვე, შესაძლოა მშობლები მოინახულოთ ან თავად გესტუმრონ. მოსალოდნელია სახლისთვის ახალი ავეჯის შეძენაც.

ლომი
სავსემთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია მართვის მოწმობის ან პროფესიული სერტიფიკატის აღება. თუ მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებს აწარმოებდით, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ 19 აპრილის შემდეგ მიიღებთ და ხელშეკრულებებსაც ხელს ამ დროს მოაწერთ. აპრილი კარგი თვეა ავტომობილის შესაძენად. მე-3 სახლი ახალი უნარების შეძენასაც ნიშნავს, ამიტომ მოსალოდნელია კურსების გავლა.

ქალწული
სავსემთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება (ფინანსები). აქ უკვე თქვენს პირად შემოსავლებზეა საუბარი. სავსე მთავრე ნათელს მოჰფენს თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს. ზუსტად გეცოდინებათ თუ რა თანხა გჭირდებათ. თუ გასაუბრება გაიარეთ, მაშინ 19 აპრილის პერიოდში გაიგებთ პასუხს დამსაქმებლისგან. შესაძლოა ახალი იდეა გაგიჩნდეთ საქმიანობისთვის, მოსალოდნელია სამსახურიდან წამოსვლაც ან შემოსავლის ახალი წყაროს მოძიება. მე-2 სახლი ძვირფასეულობებს და თავდაჯერებასაც ეხება. მოსალოდნელია ძვირფასი ნივთების შეძენა, ხოლო რაც შეეხება თავდაჯერებას, სწორედ 19 აპრილიდან გაიაზრებთ საკუთარი თავის ფასს.

სასწორი
19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში მოხდება. ამ პერიოდიდან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესაძლოა სცენაზე გამოხვიდეთ ან სიტყვით წარსდგეთ. ეს იდეალური სავსემთვარეობაა პოპულარობის მოსახვეჭად. კარგი დროა ვარცხნილობის და ჩაცმულობის სტილის შესაცვლელად. ვარჯიშს და დიეტას თუ გადაწყვეტთ, შედეგებს მალევე შენიშნავთ.

მორიელი
სავსემთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. ეს კონკრეტული პროცესის დასრულებას და რაიმესგან გათავისუფლებას გულისხმობს. მე-12 სახლი შორეულ ქვეყნებს ეხება, ამიტომ მოსალოდნელია გამგზავრება. შესაძლოა თქვენი წარსულიდან გამოჩნდეს ვინმე, რომელთანაც ურთიერთობას გააკრვევთ და წერტილს დაუსვამთ. კარგი პერიოდია უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად, დიეტის დასაწყებად, რადგან 19 აპრილიდან 2 კვირაში ფანტასტიური შედეგები გექნებათ.

მშვილდოსანი
19 აპრილს სასვსემთვარეობა თქვენს მე-11 სახლში მოხდება. ასეთ დროს, შესაძლოა მეგობართან ურთუიერთობა გაწყვიტოთ ან სრულიად შეიცვალოთ სამეგობრო წრე. თუ რაიმე გაუკრვევლობა გაქვთ დაქალთან/ძმაკაცთან, ამ პერიოდში ყველაფერი დალაგდება. 19 აპრილიდან კარგი დროა რეკლამების განთავსებისთვის. შესაძლოა რაიმე კოლექტივის დატოვება გადაწყვიტოთ ან პირიქით, რაიმე ჯგუფის ლიდერი გახდეთ. ასევე, მოსალოდნელია საჯარო გამოსვლები, სცენაზე, აუდიტორიის წინაშე, სემინრების ჩატარება და ა.შ. შესაძლოა კონცერტზე წახვიდეთ ან ქორწილში დაგპატიჟონ.

თხის რქა
სავსემთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდება (კარიერა და სტატუსი). 19 აპრილი კულმინაციის დღე იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება, დიპლომის აღება, მნიშვნელოვანი გასაუბრება, დაწინაურება ან ახალი წოდების მიღება. შესაძლოა უფროსობა შეიცვალოს ან კანონმდებლობა შეიცვალოს , რომელიც თქვენს საქმიანობაზე აისახება. სავსე მთვარე პასუხს გასცემს თქვენს კარიერაში არსებულ შეკითხვებს. თუ არ ხართ დასაქმებული და კარიერაც არ გაინტერესებთ, მე-10 სახლი რეპუტაციასაც ნიშნავს და სავსე მთვარის დროს, შესაძლოა საკუთარი რეპუტაციის დაცვა დაგჭირდეთ. მოსალოდნელია სოციალური სტატუსის ცვლილება, მაგალთად შვილის/შვილიშვილის შეძენა, პენსიაზე გასვლა, ქორწინება/განქორწინება და ა.შ.

მერწყული
სავსემთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდება, ეს მოგზაურობის, უცხო ქვეყნების, უცხოელი ადამიანების, საბუთების და საერთაშორისო ბიზნესის სახლია. თუკი ამ კუთხით რაიმეს ელოდებით, აუცილებლად 19 აპრილს და ამ თარიღის შემდეგ მოხდება. მოსალოდნელია უცხოელების გაცნობა, მოგზაურობა, მივლინება, ავიაბილეთების შეძენა. შესაძლოა რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად გაემგზავროთ, მაგალითად ტაძრის მოსალოცად. ასევე მოსალოდნელია შემეცნებით ტურზე წასვლა.

თევზები
19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-8 სახლში იქნება, რომელიც ფინანსებს განაგებს. თევზებისთვის აპრილი მთლიანად ფულზეა ორიენტირებულია- მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება, კრედიტის აღება/გასტუმრება, გრანტის აღება, ფინანსური დახმარების მიღება. თევზებისთვის აპრილში 4 პლანეტა მოგროვდება ფულის სექტორში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებთ და შემოსავლებიც გექნებათ.шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...