მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

ყველაზე პოპულარული პასკის რეცეპტი ია მინდაძისგან: "ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია"

რეკლამა
ყველაზე პოპულარული პასკის რეცეპტი ია მინდაძისგან: "ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია"


სოციალურ ქსელში, შეიძლება ითქვას, პასკების ბუმია. ძალიან ბევრი დიასახლისი ცდილობს, ოჯახს თავისი ნახელავით გაუმასპინძლდეს და გვიზიარებენ რეცეპტებსაც და გამზადებულ პასკებსაც. თუმცა ცნობილი კულინარის, ია მინდაძის პასკები ფეისბუქში აშკარა ფავორიტია. უამრავმა დედამ სწორედ მისი რეცეპტი აირჩია გამოსაცხობად.
გვინდა, ია მინდაძის პოპულარუსლი რეცეპტი ერთადეს ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ.

პასკა ია მინდაძე ასათიანისგან
ინგრედიენტები:
10 კვერცხი
1,5000 კგ შაქარი
1 ლ რძე
400 გრ კარაქი
300 გრ არაჟანი
400 გრ მაწონი
3-4 ს.კ საფუარი
200 მლ ზეთი
2,8-3 კგ-მდე ფქვილი
500-800 გრ ქიშმიში (როგორიც თქვენ გიყვართ)
3 ცალი მუსკატი
30-40 ცალი ილი
მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით
მარილი
ვანილი
3-4 ცალი
ლიმონის ცედრა
ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება
ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)ა
900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ცოტა მარილი
100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ დროჯი+1ჩ.კ შაქარი+100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად(თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება)
მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს
ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს. ვდგავთ ასაფუებლად.
ამოსულ მასას ჩავზილავთ 200მლ ზეთთან ერთად და შევაზილავთ 2,800-3 კგ - მდე ფქვილს (თუ ფქვილი
კარგია, სამი კილო არ დასჭირდება).

აი, ეს საყვარელი მასა რომ ამოვა, ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს, ვამატებთ ასევე სანელებლებს, რომელსაც ერთი კვირით ადრე ვამზადებთ.

სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი ( ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი, ცოტა დარიჩინი და მიხაკი. ეს ყველაფერი უნდა დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ) + სამი ცალი ლიმონის ცედრა და ვასხავთ კონიაკს. ეს "მთვრალი" სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად. ისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში. აქაც მოთმინება გვმართებს. უნდა დაიწყოს ამოსვლა, მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ გაზქურაში. ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია და სასწაული გემრიელი გამოდის დავამატებ იმას, რომ ოჯახმა კი არ გამოიგონა, უბრალოდ სულ ამით აკეთებდნენ და მასწავლეს. მათაც ვიღაცამ ასწავლა ალბათ, არ მიკითხავს :) "шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...