მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

„ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენას“ - სალომე ბარკერი დის დაღუპვაზე მიმართვას ავრცელებს

რეკლამა
„ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენას“ - სალომე ბარკერი დის დაღუპვაზე მიმართვას ავრცელებს

აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას - ამის შესახებ ლა­გო­დეხ­ში, მდი­ნა­რე­ში დაღუპული გო­გოს და, ბლო­გე­რი სა­ლო­მე ბარ­კე­რი სოციალურ ქსელში წერს.

„აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი. ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა.

არ მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ პანაშვიდები დღეს და ხვალ, დაკრძალვა ხუთშაბათს 15:00-ზე.

მისამართი: ვარკეთილის პირველი მიკრორაიონი, კორპუსი 35, ბინა 35. მეცხრე სართულია“, - წერს სალომე ბარკერი.

26 მაისს, ექსკურსიაზე მყოფი 17 წლის გოგო, ნინოსხევში მდინარის დინებამ გაიტაცა. მოზარდს დაახლოებით 14 საათიანი ძებნის შემდეგ გოგოს ცხედარი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...