მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდით

რეკლამა
რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდით


საბჭოთა კავშირის პერიოდში, არსებობდა მრავალი ტრადიცია, რომელთა უმეტესმა ნაწილმა დაკარგა ორიგინალური მნიშვნელობა, თუმცა, არის ისეთებიც, რომლებიც დღესაც აქტუალურია ტრადიციებს შორის. სწორედ იმ ეპოქის ერთ-ერთი ტრადიციის თანახმად, ქუჩაში გამვლელი ბავშვებიდან უმეტესის ასაკს მაშინვე ამოიცნობდით. ახლანდელ თაობას გაგიკვირდებათ და გაჩნდება კითხვა- როგორ? თუმცა, მათ, ვინც საბჭოთა პერიოდი გამოიარეთ, გაგეღიმებათ და მიხვდებით, რომ ბავშვის ერთი წლისთავზე თმის სრულ გადაპარსვას ვგულისხმობ.
მართალია, ზოგიერთ ოჯახში ეს ტრადიცია ისევ მეფობს და ბავშვ(ებ)ს თავს ისევ პარსავენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ რა სარგებელი აქვს, ამაზე არც დაფიქრებულან. მაშ, რა იყო, ბავშვისთვის თავის გადაპარსვის ნამდვილი მიზეზი? საბჭოთა პერიოდში, მიაჩნდათ, რომ ამ მიზეზით თმა გახდებოდა უფრო მოცულობითი და ჯანმრთელი. ასე იყო დამკვიდრებული ეს ტრადიცია- ბავშვს, წლამდე, თმას საერთოდ არ ჭრიდნენ, ხოლო, როგორც კი შეუსრულდებოდა ერთი წელი, მაშინვე "ნულზე პარსავდნენ".


თმის გადაპარსვის ტრადიცია უძველესი რუსეთიდან დამკვიდრდა. სწორედ ამ უძველესი რუსული ტრადიციის თანახმად, წლის შემდეგ გადაეცემოდა ბავშვი მამას აღსაზრდელად.



ვინაიდან, შვილსა და დედას შორის ურთიერთკავშირი მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, ფიქრობდნენ, რომ ბავშვისთვის "მუცლის" თმაც უნდა მოეშორებინათ, რაც დედასთან კავშირს გაანეიტრალებდა და ამით მამასთან მეტ კავშირს დაამყარებდა. რომელ ლოკონს თუ თმის კონასაც პირველად მოაჭრიდნენ (გადაპარსვის წინ), სპეციალურად ამ ტრადიციისთვის დამზადებულ პატარა ტომარაში ინახავდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე.



მიიჩნევდნენ, რომ მთელი ძალა და დადებითი მუხტი იყო მასში, შესაბამისად კი ის მას დაიცავდა დაავადებებისგან და უბედურებისგან.


როგორც ხედავთ, ეს არაფრის მომცემი ტრადიციაა, რომელიც ძველი რუსეთიდან მოდის და საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა ჩვენთან, თუმცა, არის ოჯახები, რომლებიც დღესაც ამ ტრადიციას მისდევენ.

ექიმების განცხადებით, აუცილებელია ბავშვისთვის თავის გადაპარსვა, თუ მას ჭარბი ოფლიანობა აწუხებს, რაც ცუდად მოქმედებს ბავშვის კანსა და თმის სტრუქტურის ფორმირებაზე. თუმცა, არანაირი არც სარგებელი და არც ზიანი (თმის გადაპარსვას) არ გააჩნია და გაბატონებული მითებით, რომ გადაპარსვის შემდეგ ბავშვის თმა მოცულობითი და ჯანსაღი გახდება, მხოლოდ და მხოლოდ მითია. ბავშვს ერთი წლის შემდეგ ეცვლება თმის ხარისხი და ფერი, სტრუქტურა კი არის გენეტიკური ფაქტორი და ვერანაირი გადაპარსვით ვერ შეცვლით ამ გენს.



P.S. ექიმების რეკომენდაციიდან ვიგებთ, რომ ბავშვის თმის ფერი და მოცულობა ერთი წლის შემდეგ იცვლება, სრული ფორმირების შემდეგ და ვერანაირი გადაპარსვით ვერ შევცვლით, რადგან ყველაფერი გენეტკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადაპარსავთ თუ არა ბავშვს თავს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ნება-სურვილს უკავშირდება და ის, რომ თმის გადაპარსვა აუცილებელია, მხოლოდ მითია და არაფრის მომტანი, ძველი რუსეთიდან გადმონაშთილი, უაზრო ტრადიცია.





шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...