მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

რატომ ტოვებენ სამსახურებს თურქეთში დასაქმებული ქართველები? - „მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს...“

რეკლამა
რატომ ტოვებენ სამსახურებს თურქეთში დასაქმებული ქართველები? - „მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს...“

თურქული ლირის გაუფასურების გამო, თურქეთში დასაქმებული ქართველები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლას ან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ გაუმართლათ მხოლოდ მათ, ვისაც ანაზღაურებას დოლარში იღებენ.

შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. დასაქმებული ქართველების ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.

თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს ერთი დოლარი 5,24-6,25 ლირია.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, ლირა დოლარის მიმართ იანვრიდან დღემდე თითქმის 37%-ით გაუფასურდა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 6,15 ლირა ღირდა.шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...