მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი სალომე ბარკერს არასრულწლოვანი დის დაღუპვაზე

რეკლამა
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი სალომე ბარკერს არასრულწლოვანი დის დაღუპვაზე


ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ბარკერის დის არასრულწლოვანი გოგოს, დაღუპვის შესახებ დაწერა.



ამ დროისთვის, სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრის პოსტი წაშლილია ხოლო, ნანა კოსტავას თქმით, ჟურნალისტის ოჯახის ტრაგედიის შესახებ "არაფერი იცოდა".

"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ" - წერს საკრებულოს წევრი.

შეგახსენებთ, რომ კვირას 26 მაისს ლაგოდეხში ტრაგიკულ შემთხვევას 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...