მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

ქუთაისის საკრებულოს წევრი მის სკანდალურ პოსტზე განცხადებას ავრცელბს

რეკლამა
ქუთაისის საკრებულოს წევრი  მის სკანდალურ პოსტზე განცხადებას ავრცელბს


ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნანა კოს­ტა­ვა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ სა­ლო­მე ბარ­კე­რზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა, პირ­ველ კო­მენ­ტარს AMBEBI.GE-სთან აკე­თებს. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

"ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მენ­ტა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ და ვი­ცავ ისეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დგას და მისი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ. არა­ვის მივ­ცემ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას. სა­ლო­მე ბარ­კე­რის ეს ვი­დეო არ მო­მე­წო­ნა და დავ­დე, არ ვი­ცო­დი მისი ტრა­გე­დია. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი მის დას. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და ვი­ზი­ა­რებ მისი დე­დის ტრა­გე­დი­ას" - აღ­ნიშ­ნა კოს­ტა­ვამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­უ­კე­თა ფო­ტოს დამ­ცი­ნა­ვი წარ­წე­რა, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ასეთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ეგე­ნი ყვე­ლა რომ ებ­რძვი­ან ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს და კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ, აი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თე წარ­წე­რა. სულ არ ვი­ცო­დი მაგ გო­გოს ტრა­გე­დია, ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას რომ დას­ცი­ნი­ან, ერს რომ შე­უ­რა­ცხყო­ფენ და ჩა­უ­ვარ­დათ კოვ­ზი ნა­ცარ­ში, ამი­ტომ იცი­ნე-თქო" - აცხა­დებს ნანა კოს­ტა­ვა. საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მა­თაც პა­სუ­ხობს, ვინც მისი საკ­რე­ბუ­ლო­დან წას­ვლის მო­თხოვ­ნით ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან აქ­ცია და­გეგ­მა:

"ქვა პირ­ველ­მა იმან მეს­რო­ლოს, ვინც უცოდ­ვე­ლია. პირ­ვე­ლი ქვა იმან მეს­რო­ლოს, ვინც ტრა­დი­ცი­ებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს" - აღ­ნიშ­ნა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა. მისი თქმით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ზე უარს ამ­ბობს:

"მე არა­ფე­რი ისე­თი არ ჩა­მი­დე­ნია, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­ვი­დე და ხალ­ხი ჩემი ყუ­რე­ბით გა­დავ­ღა­ლო" - აღ­ნიშ­ნა კოს­ტა­ვამ. ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ნანა კოს­ტა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ჟურ­ნა­ლისტ სა­ლო­მე ბარ­კე­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტით - "კაი დღე­ში ხარ ახლა, იცი­ნე!". აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გამო კოს­ტა­ვას სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი აკ­რი­ტი­კებს. სა­ლო­მე ბარ­კე­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის მოს­წავ­ლის დაა.

шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...