მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

"ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო" - აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამის ემოციური პოსტი

loading...
"ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო" - აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამის ემოციური პოსტი



ტრაგედია აღაიანში - მოკლული 7 თვის ბავშვის მამა , მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო” - წერს მიხეილ დვალიშვილი.



ცნობისთვის, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს, მკვლელობაში ჩვილის დედაა ბრალდებული.


გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.



"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"


დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.шаблоны для dle 11.2
loading...
loading...

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...