მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

"ბავშვმა მითხრა – დედიკო არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო" და ,,,

loading...
"ბავშვმა მითხრა – დედიკო არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო" და ,,,


ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, მედიასთან რამდენიმედღიან დუმილი „პრაიმტაიმთან“ არღვევს.

ნანა კოსტავა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის.


ნანა კოსტავას თქმით, მისი დაუფიქრებელი Facebook პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.


„ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს, ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ „ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური სხვათაშორის, ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა – დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო“ , – განაცხადა ნანა კოსტავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.шаблоны для dle 11.2
loading...
loading...

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...