მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

( ვიდეო ) ლავას ოღლის აჯანყება ოდესის ციხეში, მძევლად აყვანილი მედპერსონალი, ხანძარი და პატიმრების გაქცევა კოლონიიდან - რა ხდებოდა უკონტროლო მომენტში

რეკლამა
( ვიდეო ) ლავას ოღლის აჯანყება ოდესის ციხეში, მძევლად აყვანილი მედპერსონალი, ხანძარი და პატიმრების გაქცევა კოლონიიდან - რა ხდებოდა უკონტროლო მომენტში




რუსული მედიის ცნობით, ოდესის კოლონიაში პატიმრების ამბოხი ორ "კანონიერ ქურდს" -ბათუმელ მინდია გორგაძეს, იგივე ლავას ოღლისა და "ომარ უფინსკის" შორის კამათს მოჰყვა.

პატიმრები ზედამხედველების ბრძანებებს აღარ ასრულებდნენ, შემდეგ კი აჯანყებულებმა სამედიცინო პერსონალის სამი წარმომადგენელი აიყვანეს მძევლად და ეზოში ხანძარი მოაწყვეს.

დაპირისპირების მთავარი მიზეზი ციხეში შემოსული ნარკოტიკებზე კონტროლის გადანაწილება გახდა. მედიაში გავრცელებული ვერსიით თანახმად, ლავას ოღლი მეტადონის შეტანას გეგმავდა, თუმცა "ომარ უფინსკი" მის წინააღმდეგ წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ოდესაში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულებმა ბუნტი მოაწყვეს. მიმღებში ხანძარი გაჩნდა. სწორედ ამის შემდეგ მსჯავრდებულთა გარკვეული ნაწილი დაწესებულებიდან გაიქცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იქ არსებული სიტუაცია ბოლო რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა. ასევე, ცნობილია, რომ კოლონიაში რამდენიმე დღის წინ მათი თანამშრომელი დაჭრეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაქცევა სცადეს. ამის საპასუხოდ დაკავებულებს პაემნის უფლება შეუწყვიტეს. აგრეთვე, მათ შეტანილი საკვების მიღებაც აეკრძალათ.

"გაპროტესტება დაიწყეს. მათ ასევე საკვებიც არ მოსწონდათ. ამ დროს ოდესის კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი ევგენი ლენინოვი მსჯავრდებულებს დაჰპირდა, რომ მათ "ჭკუას ასწავლიდა" და მასობრივად სცემა მათ." - იუწყება რუსული მედია.шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...