მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

( ვიდეო ) 19 წლის გოგონა, რომელზეც მასწავლებელმა სექსუალური ძალადობა სცადა, თანასკოლელებმა ცოცხლად დაწვეს

რეკლამა
( ვიდეო ) 19 წლის გოგონა, რომელზეც მასწავლებელმა სექსუალური ძალადობა სცადა, თანასკოლელებმა ცოცხლად დაწვეს


ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 27 მარტს სკოლაში ყოფნის დროს ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორმა კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. მიუხედავად საზოგადოების მხირდან მოსალოდნელი კრიტიკისა, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რის შედეგადაც პოლციამ სკოლის დირექტორი იმ დღესვე დააკავა. თუმცა, დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ბრალს გოგონას სდებდნენ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რის შემდეგაც თანასკოლელებმა ის სკოლის შენობის სახურავზე აიყვანეს და ნავთი გადაასხეს. გოგონა თვითმხილველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა, თუმცა, მათთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 პირი სიკვდილით დაისჯება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის სკოლის დირექტორიც.

шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...