მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

მაგდა პაპიძე კლინიკაში გადაიყვანეს (ვიდეო)

რეკლამა
მაგდა პაპიძე კლინიკაში გადაიყვანეს (ვიდეო)


ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმმა მოახერხა უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის კლინიკაში შეყვანისა და გამოყვანის კადრების გადაღება. ის სამედიცინო დაწესებულებაში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს.





მაგდა პაპიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა, დღეს კი ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.


მედპერსონალის ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ერთ თვალში მას მხედველობა საერთოდ დაეკარგა, თუმცა ოპერაციაც და პოსტოპერაციული პროცესიც წარმატებით დასრულდა.



შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.шаблоны для dle 11.2
რეკლამა
რეკლამა

Copyright © 2019 GEONIUSEBI.GE ყველა უფლება დაცულია...